აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლებში წამლობითი ღონისძიებები იწყება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლებში წამლობითი ღონისძიებები იწყება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლებში წამლობით ღონისძიებებს იწყებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 30 აპრილს 07:00 საათიდან დაიწყება შემდეგი სოფლების ტერიტორიების დამუშავება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფელ ცაიში, სოფელი შამგონა; ხობის მუნიციპალიტეტი: სოფელი საგვიჩიო; სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფელი დიდიხორში, სოფელი მენჯი; აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფელი კეთილარი, სოფელი პირველი მაისი, სოფელი სუჯუნა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფელი ნიგოითი, სოფელი ქვიანი, სოფელი ჯაპანა; ვანის მუნიციპალიტეტი: სოფელი ყუმური, სოფელი შუამთა, სოფელი ჭვიში, სოფელი ჯაგანჭვიში; სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფელი ტოლები, სოფელი დაბლაგომი, სოფელი საჯავახო.

სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას, ინფორმაცია გავრცელდება მედიის საშუალებითაც. ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, არ გამოუშვან ფუტკარი სკებიდან წამლობის დასრულებამდე.

ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. ასევე, დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: parosana.ge.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?