მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ობობა მოკვდა
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ობობა მოკვდა
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ობობას სიკვდილის შესახებ შეიტყვეს. მას 1970 წლიდან აკვირდებოდნენ.

Phys.org–ის ცნობით, Gaius villosus–ის სახეობის ობობამ, რომელიც ავსტრალიის დასავლეთშია გავრცელებული, 43 წელი იცხოვრა.

"რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს ყველაზე ასაკოვანი ობობაა, რომლის შესახებაც ჩანაწერები არსებობს", – აღნიშნავს ჟურნალ "Pacific Conservation Biology"–ში პუბლიკაციის თანაავტორი ლეანდა მეისონი. ამ დრომდე რეკორდსმენად ითვლებოდა ტარანტული, რომელიც მექსიკაში 28 წლის ასაკში მოკვდა.

Gaius villosus–ის სახეობის ობობები Idiopidae–ის ოჯახს განეკუთვნება. ეს მსხვილი და შხამიანი ობობები შესახედავად ტარანტულებს გვანან.
ზურაბ
სოციალურ შემწეობას არ აძლევდნენ? სახელმწიფოს ხარჯზე დაკრძალავენ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?