აფხაზეთში თითქმის სამი ტონა აზიური ფაროსანა შეგროვდა
აფხაზეთში თითქმის სამი ტონა აზიური ფაროსანა შეგროვდა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე თითქმის სამი ტონა მწერი შეგროვდა, - ამის შესახებ „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის „მცენარეების კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის“ ე.წ. უფროსმა არკადი ჯინჯიამ განუცხადა.

მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან მექანიკური საშუალებით ბრძოლას თავისი შედეგები მოაქვს.

„მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, განსაკუთრებით გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირესა და გულრიფშის რაიონებში. ორი თვის მანძილზე, დაახლოებით სამი ტონა შეგროვდა. ამის საფასურს რუსეთი იხდის. ფაროსანას შეგროვება გრძელდება, აფხაზეთის მთავრობა ხალხს შესაბამისი თანხის გადახდას დაპირდა“, - განაცხადა ჯინჯიამ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?