დიდი ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლი მოდელი გახდა
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლი მოდელი გახდა
15 წლის უკბილო ძაღლმა ჩეიზიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე შეუხედავ ძაღლად ითვლება, სამოდელო სააგენტოებთან კონტრაქტს "ხელი მოაწერა". ამის შესახებ წერს გამოცემა "Metro"-ი.

ჩინური ქოჩორას ჯიშის ძაღლი იტანჯება კატარაქტით და ალოპეციით (თმის საფარველის დაკარგვით), თუმცა, ამ პრობლემებს მისთვის ხელი არ შეუშლია, მოხვედრილიყო Model Direct-ის სააგენტოში, რომელიც თანამშრომლობს M&S, Disney და Pets at Home-ის ბრენდებთან.

ძაღლის პატრონი შტორ შაილი იმედოვნებს, რომ მისი შინაური ცხოველის სახელი ახალ ბრენდზე გამოჩნდება.

2017 წლის კონკურსში -  "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი", ჩეისიმ მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილის მფლობელი კი
გახდა კალიფორნიაში მცხოვრები, ნეაპოლიტანური მასტიფი, სახელად მართა.

" შეუხედავი ძაღლების კონკურსი" 1961 წლიდან იმართება. ჩაფიქრებული
იყო ისეთი კონკურსის გაკეთება, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ ძაღლები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოფენებში ვერასოდეს შეფასდებოდნენ, თუმცა, ისინიც იმსახურებენ სიყვარულსა და ყურადღებას.

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდა 1,5 ათასი დოლარით და ნიუ-იორკის საგზურით, სადაც გამარჯვებული პრესის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე იხილეთ:

2017 წელს, მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული მასტიფმა, სახელად მართამ მოიპოვა

იპოვეს ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავს ჯონ ტრავოლტას

13 ყველაზე უშნო ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?