ოზურგეთის საკრებულომ ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა
ოზურგეთის საკრებულომ ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, რომელიც 13 აპრილიდან შევიდა ძალაში, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, ​საბმელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ყოლა აკრძალულია.

აგრეთვე, ძაღლის ან/და კატის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:

ა) ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;
ბ) არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;
გ) არ დაუშვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან
სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.

ძაღლის მესაკუთრე ვალდებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით ან საბმელით; ძაღლის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა.

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლისა და 151-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდება, რაც სხვადასხვა შემთხვევაში, 20-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ის დაფიქსირების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი შესაბამის დოკუმენტაციას (მესაკუთრის/მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი, მესაკუთრის/მფლობელის მიერ წერილობითი დადასტურება შინაური ცხოველის მის საკუთრებაში/მფლობელობაში ყოფნის შესახებ, სამართალდარღვევის ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და ა.შ.) წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება (განყოფილების საჯარო მოხელეები), რომელიც უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედებას.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი, შემდგომი რეაგირებისთვის დაუყონებლივ ეგზავნება უფლებამოსილ ორგანო.

წყარო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?