კალაძის შემდეგ სობიანინი - მოსკოვის მერმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
კალაძის შემდეგ სობიანინი - მოსკოვის მერმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა, ინფორმაციას tass.ru ავრცელებს. ძაღლს ჯოუი ჰქვია.

„ცხოვრების დიდი ნაწილი შინაურ ცხოველებთან ერთად მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, გავზარდო ძაღლი, ვასეირნო, ვიზრუნო მასზე, ამიტომ გადავწყვიტე, თავშესაფრიდან ამეყვანა მიტოვებული ძაღლი“, - განაცხადა სობიანინმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ მოსკოველებს, რომლებსაც თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლები აჰყავთ.

„დიდი ქალაქისა და პატარა ბინების პირობებში ამის გაკეთება ბევრად რთულია, ვიდრე, მაგალითად - სოფელში. სწორედ ამიტომ, ძაღლებზე ზრუნვა ასეთ პირობებში განსაკუთრებით დასაფასებელია“, - განაცხადა მოსკოვის მერმა.

თებერვალში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან უპატრონო
ძაღლი აიყვანა თბილისის მერმაც, კახა კალაძემ. მას ტიფანი დაარქვა, ძაღლი თბილისის მთავრობის სხდომასაც დაესწრო.

წყარო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?

phone
cart