თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს
თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს
დიდი დიღმის ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებს 2 დღის განმავლობაში ესმოდათ კნუტის განწირული კნავილი, თუმცა, მათ თავისი ძალებით ცხოველის დახმარება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდნენ.

ადგილზე მისულმა მაშველებმა პატარა კნუტი საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი იპოვეს. ცხოველის გამოყვანა კედლის გამონგრევის გარეშე შეუძლებელი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ კორპუსის უკლებლივ ყველა მცხოვრებმა კედლის გამონგრევაზე თანხმობა განაცხადა.

Zooclub

მაშველები დაუღალავად მუშაობდნენ კნუტის გამოსაყვანად, საბედნიეროდ, მათ ცხოველი გადაარჩინეს და გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა.

Zooclub

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს, რომლებსაც
დაუცველ არსებებზე გული შესტკივათ და  გასაჭირში არ ტოვებენ, რადგან მათთან თანამშრომლობით ყოველდღიურად იზრდება გადარჩენილი ცხოველების
რიცხვი.

რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ, კნუტი თავშესაფრიდან მზრუნველ პატრონზე გაჩუქდება.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?