„დისტანციური პატრონაჟის პროგრამა“ - გახდით GSPSA–ს თავშესაფარში მცხოვრები უპატრონო ძაღლის "დისტანციური პატრონი"
 „დისტანციური პატრონაჟის პროგრამა“ - გახდით GSPSA–ს თავშესაფარში მცხოვრები უპატრონო ძაღლის "დისტანციური პატრონი"
"2018 წლის 1 აპრილიდან GSPSA-ს მიერ ამოქმედდა „დისტანციური პატრონაჟის პროგრამა“. პროგრამა ითვალისწინებს GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარში ბინადარი ძაღლის დისტანციურ პატრონობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მსურველი პირი ხდება კონკრეტული ძაღლის ოფიციალური „დისტანციური პატრონი“. ამ შემთხვევაში ცხოველი ბინადრობს თავშესაფარში, ხოლო პატრონი უზრუნველყოფს ყოველთვიურ შემოწირულობას (დისტანციური პატრონაჟის გადასახადს) ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით.

პროგრამის ძირითადი მიზანია თავშესაფარში ბინადარი ცხოველების საარსებო პირობების უზრუნველყოფა, კონკრეტული პირის – „დისტანციური პატრონის“ მიერ ცხოველის დახმარება და მათ გაჩუქებაში მონაწილეობა. ასევე გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს აქვს სურვილი ჰყავდეს
პირადი ძაღლი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს სახლში. მთავრი მიზანი კი არის თავშესაფარში
ბინადარი უპატრონო ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება და მათი დახმარება.

სასიხარულოა, რომ პროგრამის გამოქვეყნებიდან 6 დღის მანძილზე რვა ძაღლს გამოუჩნდა დისტანციური პატრონი“.

„დისტანციური პატრონაჟის პროგრამის“ იდეის ავტორი და მთავარი კოორდინატორები არიან დანიელი ქალბატონები ლაურა მომეს და პატრიცია მაია ანდერსენ. ამავე დროს ისინი გახდნენ თავშესაფრის ძაღლების დისტანციური პატრონებიც.

ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ დანიაში შექმნილია ჯგუფი – DIGU (Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ). ამ ჯგუფის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც მიმართულია მიუსაფარი ცხოველების ყოფის შესამსუბუქებლად დანიის საზღვრებს გარეთ. მათ მიერ დანიაში იმართება ივენთები, აუქციონები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოში უპატრონო ცხოველების დახმარების მიზნით. DIGU ეხმარება GSPSA-ს ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარს და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში.

პროგრამის პირველი მონაწილე და „დისტანციური პატრონი“ გახდა ქართველი ქალბატონი ნათია ფოლადაშვილი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და არ აქვს შესაძლებლობა ამ ეტაპზე, რომ ჰყავდეს ძაღლი სახლში. ნათია გახდა GSPSA-ს თავშესაფრის ბინადრის „აბო“-ს დისტანციური პატრონი. „აბო“ ტრავმირებული ძაღლი იყო ადამიანის სისასტიკის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო. ნათია „აბოს“ და თავშესაფრის სხვა ცხოველებს მუდმივად ეხმარება, ხოლო ამჯერად კი, ამ პროგრამის გამოქვეყნებუისთანავე, ის გახდა ‘აბოს“ მუდმივი დისტანციური პატრონი.

GSPSA მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე გახდნენ, ან მომავალში გახდებიან თავშესაფრის ცხოველების პატრონები, ან „დისტანციური პატრონები“.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმავიას შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე:
„დისტანციური პატრონაჟის პროგრამა“.


გაეცანით პირობებს და გახდით "დისტანციური პატრონი"!

ეს თქვენთვის და თავშესაფარში ბინადარი უპატრონო ცხოველისათვის ბედნიერების დასაწყისი იქნება!

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?