ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გადარჩენის გზა იპოვა
ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გადარჩენის გზა იპოვა
რამდენიმე დღის წინ კენიაში დააძინეს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი. მიზეზი იყო განუკურნებელი დაავადება, რომელსაც სპეციალისტები ვერ გაუმკლავდნენ.

ბიოლოგები ამ სახეობის მარტორქების პოპულაციას ხელოვნური განაყოფიერებით შეეცდებიან.

"სპეციალისტები ეცდებიან, ხელოვნური განაყოფიერების გზით, თეთრი მარტორქის ქვესახეობის გადარჩენას, რათა ის სრულიად არ გადაშენდეს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ამ სახეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ქვესახეობა, მაგრამ უკეთესია გადავარჩინოთ ის, რაც დარჩა. გარდა ამისა, კიდევ არსებობს სამხრეთის თეთრი მარტორქა", - ამბობს WWF-ს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ასაკში ევთანაზია გაუკეთეს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის მამრ წარმომადგენელს,
სახელად სუდანს. მსოფლიოში ამ სახეობის ორი მდედრი მარტორქა დარჩა: სუდანის შვილი ნაჯინი და მისი შვილიშვილი
ფატუ.

თეთრი მარტორქა მარტორქების ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელია. ასევე, მსოფლიოში სიდიდით სპილოს შემდეგ მეორეა. ეს სახეობა იყოფა ორ ქვესახეობად - სამხრეთისა და ჩრდილოეთის. სამხრეთული თეთრი მარტორქა ბინადრობს ზიმბაბვეში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და მოზამბიკში. ორივე სახეობა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება. ამის მიზეზი კი აფრიკაში გავრცელებული ბრაკონიერობაა.

ასევე იხილეთ:

ჩრდილოეთური თეთრი მარტორქას უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი შთამომავლობის გარეშე კვდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?