სან–ფრანცისკოში ცხოველის ქურქის გაყიდვა აიკრძალა
სან–ფრანცისკოში ცხოველის ქურქის გაყიდვა აიკრძალა
აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ სან-ფრანცისკოში ცხოველის ქურქის გაყიდვა ოფიციალურად აკრძალეს.

ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს აკრძალვა ერთსულოვნად მიიღო. კანონი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

სან-ფრანცისკომდე ქურქის გაყიდვა აიკრძალა ჰოლივუდსა და ბერკლიში.

ცხოველთა დამცველები ამ გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ეს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ გადადგმული ძალიან პოზიტიური ნაბიჯია.
ორგანიზაცია "The Humane Society"-მ ეს გადაწყვეტილება “ისტორიულ გამარჯვებად” აღიარა.

ბოლო წლებში, ბევრმა მოდურმა ბრენდმა ცხოველთა ქურქის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ეს ბრენდებია: Armani, Hugo Boss, Ralph Lauren, Stella McCartney, Tommy Hilfiger და სხვ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?