მარკ ცუკერბერგის შვილმა წარმოთქვა პირველი სიტყვა - "ძაღლი"
მარკ ცუკერბერგის შვილმა წარმოთქვა პირველი სიტყვა - "ძაღლი"
მარკ ცუკერბერგის გოგონამ პირველი სიტყვა წარმოითქვა. ეს არ იყო "დედა" ან "მამა", მან პირველად თქვა "ძაღლი" და ამით თავისი ოთხფეხა მეგობრის მიმართ სიყვარული გამოხატა.

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებლის შვილს, პატარა მაქსიმას ძალიან უყვარს კომონდორის (უნგრული ნაგაზი) ჯიშის ძაღლი, სახელად ბისტი. ეს ძაღლი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. მეტიც, ძაღლს Facebook-ზე აქვს საკუთარი პროფილი, სადაც იგი რეგისტრირებულია, როგორც ბისტი ცუკერბერგი, ხოლო "დედისა" და "მამის" გრაფაში მისი პატრონები არიან მითითებულნი. მარკის საყვარელი შინაური ცხოველის პროფილს 600 ათასი ადამიანის მოწონება აქვს.

ბისტის პოპულარობა მისი უჩვეულო გარეგნობის დამსახურებაა.

მარკ ცუკერბერგი განმარტავს, რომ საკუთარი გოგონას პირველი სიტყვა "ძაღლი" იყო, რადგან მაქსიმა ბისტისთან ძალიან დიდ დროს ატარებს.

ასევე იხილეთ:

მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა საკუთარი ძაღლის ფოტო - "ასე შეუძლია მას ყველგან დაიმალოს"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?