ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლოგოს დიზაინის შემუშავებაზე კონკურსს აცხადებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლოგოს დიზაინის შემუშავებაზე კონკურსს აცხადებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, გეგმავს ლოგოს ცვლილებას და აცხადებს კონკურსს ლოგოს დიზაინის შემუშავებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად.


პირობები:

- ლოგო შინაარსობრივად უნდა იყოს დაკავშირებული სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობასთან;
- ლოგო უნდა ასოცირდებოდეს ადამიანისა და შინაური ცხოველ(ებ)ის ერთობლივ ჰარმონიულ თანაცხოვრებასთან;
- სასურველია ლოგოზე შინაური ცხოველის გამოსახულების დატანა;
- ლოგოს არ უნდა გააჩნდეს ანალოგი (პლაგიატი);
- სასურველია შეხამებული იყოს თეთრ ფონთან, სადაც სააგენტოს სახელწოდება განთავსდება;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ლოგო
უნდა გამოაგზავნოს სააგენტოს ელექტრონულ მეილზე - info@animalsmonitoring.ge.


საკონკურსო ვადები:

საკონკურსო წინადადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის
19 მარტის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მიერ, კონკურსში მონაწილე პირთა წინადადებების შეფასების შემდეგ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა, რომელიც დასაჩუქრდება სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის მიერ, ფასიანი საჩუქრით.

სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ავტორთან შეთანხმებით, მომავალში საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს შერჩეული ლოგოს შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების საკითხი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?