Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/087ebd2c49643a5eb2410ffefe61ea32.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, თეიმურაზ წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა.

თბილისის მერიის ცნობით, მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წლის 8 მარტს დაჭრეს. ტრავმირებული ძაღლი გადაიყვანეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ვეტერინარულმა პერსონალმა ცხოველს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.

“დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც ოთხსაათიანი ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა. ძაღლი დღეს
უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ
მოპყრობასა და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

manana
რა არაადამიანი უნდა იყო,საცოდავ ცხოველს,რომელსაც არა აქვს სახლი,საკვები,თოპი ესროლო,ღმერთო,ყველას მიაგე თავისი საზღაური.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?