გურამიშვილის გამზირზე ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
გურამიშვილის გამზირზე ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პოლიცია, რომ ადგილი შეისწავლონ ექსპერტებმა. ასევე დაუკავშირდით ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს. ურამიშვილის გამზირზე ძაღლს თავისა და კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენეს, - ეს ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.


"2018 წლის 10 მარტს შეტყობინების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ცხოველთა თავშესაფარში მიღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში დაჭრილი მიუსაფარი ძაღლი.

თავშესაფრის ვეტერინარული სამსახურის მიერ ცხოველს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დაზიანების სიმძიმე მდგომარეობს ძირითადად თავის არეში გემატომის არსებობით, რომლის დამუშავებაც მოხდა.

სააგენტოს
მიერ მოხდა პოლიციის გამოძახება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ
ფაქტთან დაკავშირებით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ძაღლს დაზიანებები მიყენებული აქვს საფანტით, რის გამოც სავარაუდოთ ვერ მოხერხდება ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება.

11 მარტის დილის ინფორმაციით ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

GშPშA მადლობას მოახსენებს სააგენტოს ცხოველის ამ ეტაპზე გადარჩენისათვის
", – წერენ "ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაის" ოფიციალურ გვერდზე.


გთხოვთ!
ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პოლიცია, რომ ადგილი შეისწავლონ ექსპერტებმა და დროულად დააკავონ დამნაშავე. ასევე დაუკავშირდით ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს.

ოოო
ღმერთო რას ერჩიან ისედაც გაუბედურებულ ცხოველებს. ქუჩა არ კმარა და კიდევ ტყვიები?
რუსიკო
ისე წასულიყოს მისი ცხოვრება ტყვიას იხლიდეს თავში. ცხოველს და თან ძაღლს ტყვია როგორ ესროლა. არამზადა, ნაგავი, არარაობა , ჩურჩუტი ვაღაცა.
tamila
ნეტა ხელში ჩამაგდებინა ის ნაგავი.....ძაღლის მძღ...ში ჩავახრჩობდი მაგ ნაგავს......
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?