“ზოოკლუბის” ფოტო კონკურსის გამარჯვებულმა ფისო მატილდამ კომპანია “დიბაქ ჯორჯიასგან” სასაჩუქრე ამანათი მიიღო
“ზოოკლუბის” ფოტო კონკურსის გამარჯვებულმა ფისო მატილდამ კომპანია “დიბაქ ჯორჯიასგან” სასაჩუქრე ამანათი მიიღო
24 თებერვალს “ზოოკლუბმა” მკითხველისა და ონლაინ ზოომარკეტის მომხმარებლებისთვის დაიწყო წამახალისებელი ფოტო კონკურსი, რომელშიც 57 ფისო მონაწილეობდა. კონკურსის გამარჯვებული 5 მარტს გამოვლინდა. ხალხის რჩეული 7 თვის ძუ ფისო - მატილდა გახდა.

“მატილდა და მისი ძმა სერგო ზაფხულში ვიპოვნე. თვალებ-დაჩირქებულები ნაგვის ბუნკერთან ბალახში. . მატილდას ძმა წითური იყო და გამხმარ ბალახზე არც კი სჩანდა. უცებ შევნიშნე, რომ რაღაც მოძრაობდა. სიცხისგან და შიმშილისგან დაუძლურებულები ძლივს იგრიხებოდნენ.

ორი ძაღლი მყავს სახლში: ერთი დალმატინელი და ერთი ამერიკული კოკერი - 16 წლის ჩიჩი.
ამ ბებრუხანა ჩიჩის
ძუძუს წოვდნენ კნუტები. საწოვარის მაგივრობას უწევდა ალბათ, თორემ ჩიჩის რძე არ ჰქონდა, თუმცა, უპრობლემოდ უჩერდებოდა
ორივეს.
წითური კნუტი გავაჩუქე. მატილდა ულამაზესი გოგო დადგა. თან ადამიანივით ჭკვიანია,
ყველაფრი გაკეთება უნდა, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ აღნაგობა არ უწყობს ხელს. ხანდახან ვფიქრობ, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო.”
- განაცხადა მატილდას პატრონმა და მეგობარმა ხათუნა კაცაძემ.

მატილდასთვის “ზოოკლუბმა” და კომპანია “დიბაქ ჯორჯიამ” სპეციალური სასაჩუქრე კალათა შეკრა.  კალათაში “Dicat”-ის არაგენმოდიფიცირებული, პრემიუმ ხარისხის კატის საკვები, “Gatynat”-ის კონსერვი და ‘’Pate”-ის სხვადასხვა სახეობის პაშტეტი შევიდა.

“ზოოკლუბი” ახლო მომავალში კვლავ შემოგთავაზებთ წამახალისებელ აქტივობებს, კონკურსებსა და ვიქტორინებს, სპეციალური პრიზებითა და shop.zooclub.ge-ს ფასდაკლების ბარათებით!



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?