კახა კალაძე - ცხოველების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი - უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ
კახა კალაძე - ცხოველების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი - უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ
"ჩვენ, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ ცხოველების უფლებების დასაცავად", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ძაღლის დაჭრის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც გამოძიება უკვე დაიწყო.

„გარდა კანონისა, ჩვენ, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ, რადგან ცხოველების და მათი უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ. მერიის მხრივ, რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, საკმაოდ აქტიურები არიან, რისთვისაც მათ ძალიან დიდი
მადლობა. ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემას, რომელიც არსებობს ცხოველების მოპყრობის თვალსაზრისით, აუცილებლად მოვაგვარებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მეტისი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი და ოპერაცია ჩაუტარდება.

ასევე იხილეთ: "ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი მოხდა"
მადლობელს
შენნაირებისგან კი არიან ცხოველები და ადამიანები დასაცავი. კრიმინალებიც არ იქნებიან შენნაირი ქლიავები შენ მართლა... &&&&&
ქვედა კომენტარის დამწერისნაირ უჯიშოებს:
შენნაირები წესით უნდა გაასტერილონ, რომ ვერ გამრავლდნენ! ))))))))))))))))))))) - რატომ? აი იმიტომ, რომ - კრიმინალები და ცხოველები შესადარებლები რომ არ არიან სულ ვერ ხვდები ხო? ვითომოჯახშიგაზრდილების ბასრი უტვინობის დემონსტრაცია მოახდინე პირდაპირ :))))))))))))))))
მადლობთ რომ ცხოველების და კრიმინალების უფლებებს იცავთ და არა მართლების და ჩვეულებრივი მოქალაქეებისას,,,,,,
ჩვეულებრივი მოქალაქეები თქვენთან ნამდვილად დაუცველები ვართ, თქვენ კი კრიმინალებს და ცხოველები კი დაცულები. აი როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?