ვახტანგ ლომჯარია - ცხოველებთან დამოკიდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ადამიანური
ვახტანგ ლომჯარია - ცხოველებთან დამოკიდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ადამიანური
"გვესმის, რომ ცხოველებთან დამოკიდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ადამიანური, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანების კომფორტი და ეს არ უნდა მოხდეს ერთი მეორეს ხარჯზე", - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის საკრებულოში წარდგენის შემდეგ განაცხადა. ლომჯარიას თქმით, სააგენტო ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა, გადადის თანამშრომლობის რეჟიმში, ამიტომ ის არასამთავრობო სექტორთან და თემით დაინტერესებულ ყველა პირთან შეხვედრებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახას ნდობის გამოცხადებისთვის, ჩვენ გააზრებული გვაქვს ის პრობლემები, რომელთა
წინაშეც ვდგავართ. სწორედ
ჩვენი ხედვა და საქმიანობა იქნება მიმართული სისტემის მეტი სამართლიანობისა და მეტი ჰუმანურობისკენ. ჩვენ გვესმის, რომ ცხოველებთან დამოკიდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ადამიანური, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანების კომფორტი და ეს არ უნდა მოხდეს ერთი მეორეს ხარჯზე. ამავდროულად, მინდა, გავხსნა ჩვენი კარი მაქსიმალურად, როგორც აქტივისტების, ასევე ორგანიზაციებისთვის და გამოვაცხადოთ ღიად თანამშრომლობის, მოლაპარაკებებისა და რეკომენდაციებისთვის მზაობა. ჩვენ ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა სააგენტო, გადავდივართ თანამშრომლობის რეჟიმში და მივესალმებით ყველასთან შეხვედრებს, კონსულტაციებს, რომლებსაც დავიწყებთ უახლოეს დღეებში და ძალიან მალე ვაჩვენებთ იმ შედეგებს, რომლებსაც ვგეგმავთ", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, იგეგმება სააგენტოს ბიუჯეტის ოპტიმიზაცია. როგორც ლომჯარიამ წარდგენის შემდეგ აღნიშნა, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის სტრატეგია.
"ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, როგორც თანამშრომელთა ოპტიმიზაციის, ასევე სამსახურის დამოკიდებულების მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენი უმთავრესი მიმართულება იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმ რეალურად არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელთა მიმართაც ან თვალის დახუჭვა ხდებოდა, ან ტექნიკურად ვერ ვაგვარებდით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორც ევროპული, ასევე მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებით სისტემის გამართვა, სწორედ იმ სტანდარტებით, რომლებიც ევროპის თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებშია აპრობირებული", - განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო-ს
ეს "ჯერ" რა უბედურებაა. ცხოველთა დამცველები არასოდეს აკეთებენ არჩვანს და ეს ცხოველთა მოძულეები რომ სულ ამას ურტყავთ - ვითომ ჯერ ადამიანი, ჯერ ბავშვები.. ყველამ იმას უნდა მივხედოთ რაც შეგვიძლია. თან ლომჯარია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოა - შესაბამისად ცხოველებს უნდა მიხედოს და მოუაროს! დაარეგულიროს უმტკივნეულოდ ყველაფერი - რომ ცხოველები არ დაზიანდნენ ადამიანებისგან, თორემ ადამიანი თავის თავს როგორმე დაიცავს! ცოტა ადამიანობა დააყოლეთ როცა რაღაცეებს აფრქვევთ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებად თუ შეიძლება! :)
ნინო
ადამიანების მიმართ არ უნდა ვიყოთ ჰუმანურები? ჯერ ადამიანების მიმართ დავიცვათ ჰუმანური წესები და დამოკიდებულება. ვისაც ადამიანის მიმართ არ შეუძლია ჰუმანურობის გამომჟღავნება, მიას არც ცხოველის მიმართ ექნება ეს გრძნობა!
სლეპაკოვა–ს
:D წესია ეგ მასეთი. არაფერი გაგიგია ამის თაობაზე? ეგ მერიის დონეზეა და არა კერძო მწერლების :D საქართველოს რა დაღუპავს შე კაი ადამიანო :D
სლეპაკოვა
ამ სიტყვებში ვინმემ ფული თუ აიღო/გადაიხადა, მთლად დაღუპულა საცოდავი საქართველო.
სლეპაკოვა–ს
წარდგენის სპიჩს უწერენ როგორც წესია და თან ისეც, მე ძალიან ზომიერად მეჩვენა და პიროვნებისადმი დადებითად განვეწყვე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?