ფრთხილად, შესაძლოა პროვოკაციები: ძაღლი პარტიაში ჩაეწერა
ფრთხილად, შესაძლოა პროვოკაციები: ძაღლი პარტიაში ჩაეწერა
სოციალ-დემოკრატების რიგებს მატება აქვს: გერმანიის ერთ-ერთი პარტიის წევრების რიგებში ძაღლი აღმოჩნდა. გაზეთ "Bild"-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს სოციალ-დემოკრატების რეგისტრაციის ონლაინ-სისტემა შეემოწმებინათ.

გერმანიაში სოციალ-დემოკრატების 463000-ზე მეტმა წევრმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღონ თუ არა კანცლერ ანგელა მერკელის წინადადება მთავრობის ფორმირების შესახებ.

პარტიის წევრების დიდი ნაწილი ხმას ინტერნეტით აძლევს. ამისთვის საკმარისია პარტიის საიტზე დარეგისტრირება და პიროვნების შემოწმების პროცედურის გავლა. ეს პროცედურა იმდენად უბრალოა, რომ რამდენიმე დღის წინ ის ძაღლმაც კი გაიარა.

"Bild"-ის ჟურნალისტებმა ონლაინ-სისტემის საიმედოობის შემოწმება გადაწყვიტეს. ძაღლი ლიმას საფოსტო და ელფოსტის მისამართად მისი პატრონის მისამართი
მიუთითეს, ასაკი ”ძაღლის ასაკის” მიხედვით გადათვალეს. ჟურნალისტებმა უბრალო კითხვა დასვეს: შეიძლება თუ არა ამ ხმის
მიცემაში მანიპულირება?

სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობა ძაღლის მონაწილეობით ჩატარებულმა აქციამ აღაშფოთა: პარტიის თავმჯდომარის მოადგილე რალფ შტეგნერმა თავის ტვიტერში დაწერა, რომ ფარმა პარტიის დემოკრატიულ ხასიათს მიაყენა დარტყმა. ახლა სოციალ-დემოკრატები ძაღლის პარტიის წევრობის შესაძლო ანულირებას განიხილავენ.

ამ ინციდენტის მიხედვით, მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. ხმით ფალსიფიკაციით მალიპულაციის რეალური რისკი არსებობს, კერძოდ ავტომატიზირებული ონლაინ-სისტემების გამოყენებისას.

არჩევნების შედეგები 4 მარტს გაირკვევა. იმ შემთხვევაში, თუ მერკელის გეგმას გერმანელები უარყოფენ, სავარაუდოდ არჩევნებზე პირადად მისვლა გახდება საჭირო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?