100 წლის ნიანგის მკვლელობისთვის ფერმერი 10 ათასი დოლარით დააჯარიმეს
100 წლის ნიანგის მკვლელობისთვის ფერმერი 10 ათასი დოლარით დააჯარიმეს
ავსტრალიის ქალაქ როკჰემპტონში (კვინსლენდის შტატი) გაიმართა სასამართლო 100 წლის ნიანგის მკვლელობის საქმეზე. 5-მეტრიანი რეპტილია ფიცროის მდინარესთან ფერმერმა ლუკ სტივენ ორჩარდმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ადგილობრივი კანონის თანახმად, კვინსლენდში მკაცრად იკრძალება ნიანგის მკვლელობა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, დიდი ჯარიმა და გამოსასწორებელი სამუშაოა.

ავსტრალიაში ნიანგის მკვლელი 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას იხდის, თუმცა, ფერმერი ხნიერი ნიანგის მკვლელობისთვის 10 ათას დოლარს გადაიხდის.

Zooclub

გიგანტური ნიანგის ლეში, რომლის სიგრძეც 5,26 მეტრს აღწევდა, ქალაქ როკჰემტონის სიახლოვეს მდებარე მდინარესთან გასული წლის სექტემბერში იპოვეს.

ავსტრალიელმა ლუკ სტივენმა იშვიათი ცხოველის მკვლელობა
აღიარა.

"არ ვნანობ, რომ ვესროლე ამ საშინელ ცხოველს. ის ჩემს ხბოებს კლავდა და თავიდან მოვიშორე", - ამბობს თავის გამართლების მიზნით ფერმერი.

Zooclub

სპეციალისტებმა მოკლული ნიანგის ასაკი განსაზღვრეს - რეპტილია დაახლოებით 80-დან 100 წლამდე ასაკის აღმოჩნდა.

"Dailymail"-ის ჟურნალისტი სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: "ამ ნიანგმა გადაიტანა პირველი მსოფლიო ომი და შეეწირა ხბოებზე ნადირობას."

ასევე იხილეთ:

მამაკაცი დათვების გალიაში გადაძვრა და ცხოველს თავს დაესხა

ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ბიჭები შესაძლოა, 15 000 დოლარით დაჯარიმდნენ

ტურისტები ზვიგენთან ფოტოსესიის გამო ჯარიმას გადაიხდიან
სოსო
ხბოთა უფლებებს რატო აღარ იცავენ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?