სამყაროში ყველაზე მარტოხელა ბაყაყმა გაცნობის საიტი გამოიყენა
სამყაროში ყველაზე მარტოხელა ბაყაყმა გაცნობის საიტი გამოიყენა
მეცნიერები ბოლივიური მამალი ბაყაყი რომეოსთვის საწინააღმდეგო სქესის ბაყაყის პოვნას გაცნობის საიტის მეშვეობით ცდილობენ.

"The Journal"-ის ცნობით, იგი თავისი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელია.
”ჩვენ არ გვინდა, რომ მან იმედი დაკარგოს”, - აღნიშნავს გადაშენების პირას მყოფი სახეობების სპეციალისტი არტურ მუნიესი.

მეცნიერებმა ფულის შეგროვების განცხადება განათავსეს ორ საიტზე. შეგროვებული თანხით, ისინი გეგმავენ, ჩაატარონ 10 ექსპედიცია, რომლის დროსაც ბოლივიის ყველა გუბურაში თუ მდინარეში ბაყაყისთვის მეწყვილეს მოძებნიან. მუნიესის სიტყვით, თავკომბალების დაჭერაც ძალიან კარგი იქნება. ასევე მეცნიერები აიღებენ წყლის ნიმუშებს იმისთვის, რომ იქ ბაყაყ Sehuencas-ს დნმ იპოვონ.

ამ სახეობის ბაყაყები დაახლოებით 15 წელი ცხოვრობენ და რომეოს თავისი მეწყვილის ლოდინი 5 წლის მანძილზე
შეეძლება.

”როდესაც ის 10 წლის წინ ვიპოვეთ, ვიცოდით, რომ ეს სახეობა, როგორც ბოლივიის ხმელეთის ბაყაყის ნებისმიერი სახეობა, გადაშენების პირას იყო. მაგრამ ჩვენ არც წარმოგვედგინა, რომ ამდენი ხნის მანძილზე ვერ შევძლებდით მისთვის წყვილის პოვნას”, - ამბობს მუნიესი.

მისი თქმით, წლებთან ერთად რომეო სულ უფრო იშვიათად ყიყინებს წყვილის ძიების შესაბამისი ბგერებით. მთლიანობაში ის ძალიან მორიდებულად იქცევა: თავის ტერარიუმში ხშირად ზის ქვის უკან და მხოლოდ საკვების მიღებისას გამოდის. ყველაზე მეტად ჭიაყელები და ლოკოკინები უყვარს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?