მოკვდა ძაღლი, რომელსაც ყნოსვით კიბოს დიაგნოსტირება შეეძლო
მოკვდა ძაღლი, რომელსაც ყნოსვით კიბოს დიაგნოსტირება შეეძლო
ბრიტანეთში, 14 წლის ასაკში მოკვდა ლაბრადორის ჯიშის ძაღლი, სახელად დეიზი, რომელსაც კიბოს დიაგნოსტირება პაციენტის სუნთქვითა და შარდით შეეძლო. ამ საოცარი შესაძლებლობის წყალობით, დეიზიმ თავისი პატრონი - ექიმი გესტიც გადაარჩინა.

პატრონის თქმით, ძაღლი უცნაურად იქცეოდა. გესტი მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, ამიტომ გამოკვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც დაუდგინდა საწყისი სტადიის სიმსივნე. დროული მკურნალობით, ექიმი გესტი სრულიად გამოჯანმრთელდა.

ექიმები ირწმუნებიან, რომ დეიზიმ, თავისი უნარით, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. 2004 წელს ადგილობრივმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ძაღლი მედლით დააჯილდოვა.

დღეის მონაცემებით, მეცნიერები მუშაობენ ისეთი რობოტის
შექმნაზე, რომელიც ძაღლის ყნოსვის იმიტირებას მოახდენს და, დეიზის მსგავსად, ექიმებს ონკოლოგიური დაავადებების დადგენაში დაეხმარება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?