ბელგია კატების წინააღმდეგ
ბელგია კატების წინააღმდეგ
ბელგიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით კონტროლისა და პოპულაციის სწრაფი ზრდის გამო, მომავალში ქვეყანაში 2 მილიონი კატის სტერილიზაცია განხორციელდება.

ამგვარად ბელგია მსოფლიოში პირველ ქვეყანა გახდა, რომელმაც აიძულა მოქალაქეები, შინაური ბინადრებისთვის სტერილიზაცია/კასტრაცია გაეკეთებინათ.

ქვეყანაში, სადაც 1800-იან წლებში კატებს უცნაური ექსპერიმენტის ფარგლებში ფოსტა მიქონდათ, ახლა პატრონები ყოველწლიურად 30 000 კატას უშვებენ ქუჩაში. მათი ნახევარი იხოცება. ხოლო გადატვირთულ თავშესაფრებში მათ ევთანაზიას უკეთებენ.

იმისთვის რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა კატა დაბადებიდან 6 თვემდე აუცილებლად უნდა გასტერილდეს. ყველა კატა, რომელსაც ბელგიაში შემოიყვანენ,
30 დღის მანძილზე ასევე აუცილებლად უნდა გაასტერილონ. წესები ყველა ზრდასრულ კატაზეც ვრცელდება.
მსგავსი გადაწყვეტილება უკვე
მიიღო ზოგმა მუნიციპალიტეტმა, თუმცა, ბელგიაში ეს წესი ეროვნული მასშტაბის მსოფლიოში პირველად გახდა.

შარშან ეს წესი ფრანგულენოვან ვალონიაში შევიდა, ბრიუსელში ახალი კანონი წლის დასაწყისში ამოქმედდა და 2020 წლისთვის მთელი ქვეყნისთვის გახდება აუცილებელი.
”მისი მიზანია ქუჩის ცხოველების პოპულაციის შემცირება. მაგრამ ეს ასევე ეხება შინაურ კატებს”, - ამბობს ბიანკა დებაეტსი, ერთ-ერთი იმ სამ მინისტრთაგანი, რომლებმაც ამ კანონს ინიცირება გაუკეთეს.

”ზაფხულში ჩვენთან ყოველდღე ათობით კატა შემოდის. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი კანონი ამ სიტუაციის შეცვლაში დაგვეხმარება”, - ამბობს ერთ-ერთი თავშესაფრის თანამშრომელი.

ახალი კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქალაქე 50 ევროს ოდენობით დაჯარიმდება. წესის სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ევრომდე გაიზრდება. ვეტერინარების თქმით, სტერილიზაციის რიცხვი უმნიშვნელოდ, მაგრამ უკვე იზრდება.

ცხოველთა უფლებების დამცველები უკვე დიდი ხანია მხარს უჭერენ იდეას, რომ სტერილიზაცია თავშესაფრებში ცხოველების შემცირების ერთადერთი ყველაზე ადეკვატური საშუალებაა. 

რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ახალი კანონი, ხელისუფლება 5 წლის შემდეგ შეამოწმებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?