თავშესაფრიდან მზრუნველ ოჯახში - აქციაზე გაჩუქებულმა და-ძმა მეტისებმა ზოოკლუბის მორიგ გათამაშებაში გაიმარჯვეს
თავშესაფრიდან მზრუნველ ოჯახში - აქციაზე გაჩუქებულმა და-ძმა მეტისებმა ზოოკლუბის მორიგ გათამაშებაში გაიმარჯვეს
26 დეკემბერს, ზოოკლუბის გათამაშების სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი ძუ და ხვადი მეტისების მეპატრონე - თამუნა ჩუბინიძე აღმოჩნდა. მფლობელს შინაური ბინადრებისთვის ჩეხური ბრენდის - "ფიტმინის" სუპერ პრემიუმ ხარისხის მშრალი საკვები საჩუქრად გადაეცა. როგორც თამუნამ გვიამბო, ეს ორი მეტისი კნუტთან ერთად  თავშესაფრიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში იშვილა. 

Zooclub

და აი, მათი ისტორიაც:

"ყველაფერი იმით
დაიწყო, რომ გადავედით კერძო სახლში, რომელსაც დიდი ეზო ჰქონდა. გადმოსვლის დღიდანვე დავიწყეთ ლეკვების ძებნა. მაისში, ბუკიას ბაღში ჩატარდა ცხოველების გაჩუქების აქცია. მივედით თუ არა, პირველივე ყუთში ჩავიხედე და სამი ფუმფულა ლეკვი დავინახე. მითხრეს, რომ და-ძმა იყვნენ, მაგრამ სამივე ძალიან განსხვავებული იყო. ერთი
ღია წაბლისფერი, მეორე სულ შავი და მესამე ჭრელი - თეთრი ღია ყავისფრით. რა თქმა უნდა, მათი ერთმანეთთან დაშორება არ მინდოდა, მაგრამ ერთი უკვე გაჩუქებული იყო. ამიტომ, დაუფიქრებლად ავიყვანე დარჩენილი ორი.

Zooclub

გამჩუქებლებმა ლეკვების ისტორია მიამბეს: პატარა ცხოველები დიღომში უპოვიათ (თუ არ ვცდები, რომელიღაც კორპუსის სარდაფში). დედა მკვდარი იყო და ეს საწყლები მკვდარი დედის ძუძუს წოვდნენ. ამ ამბის მოსმენის შემდეგ წარმოუდგენელი იყო, რომელიმე დამეტოვებინა. იქვე ყუთში ერთი კნუტი იჯდა საცოდავად. იმასაც საშინელი ისტორია ჰქონია. მოკლედ, ორივე ლეკვი და ის კნუტიც წამოვიყვანე.

Zooclub

ახლა უკვე ძალიან დიდები არიან - 10 თვემდე. სახელებიც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შევურჩიე - გოგოს ტექნო და ბიჭს ტურბო დავარქვი. სანამ პატარა ლეკვები იყვნენ, სახლში გვყავდა, ახლა კი ეზოში ცხოვრობენ, სადაც დიდი და კომფორტული სახლი აქვთ. ეზოს გარეთ არ ვუშვებთ, ჩემს შვილებთან ერთად თამაშობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. მათი მოსვლით ცხოვრება გავიხალისეთ, რადგან ჩვენს ოჯახს სამი მხიარული და ხმაურიანი წევრი შეემატა."
lala
გისურვებთ წარმატებებს........ გმადლობთ იმისთვის,რომ არსებობთ და ასე ზრუნავთ ცხოველებზე. სამწუხაროდ ეს ყველას არ შეუძლია.
დიდ დიღმელი
ჩვენი უბნელია თამუნა :) კარგი ადამიანი ძალიან! გაიხაროს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?