error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/f574996e17babad3364eb93ef0e30ab5.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
საუდის არაბეთში გამართულ აქლემების სილამაზის კონკურსზე, 12 აქლემს, ბოტოქსის გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს
საუდის არაბეთში გამართულ აქლემების სილამაზის კონკურსზე 12 აქლემს დისკვალიფიკაცია მისცეს მას შემდეგ, რაც პატრონებმა ცხოველის გარეგნობის გასაუმჯობესებლად ბოტოქსი გამოიყენეს.


კონკურსი, აქლემების ფესტივალის ფარგლებში იმართება, რომელიც მეფე სალმანა აბნ აბდულ-აზიზის პატრონაჟით მეორე წელია ტარდება. მასში ათასზე მეტი აქლემი მონაწილეობს.

Zooclub

King Abdulaziz Camel-ის ფესტივალი წელს ელ-რიადის სიახლოვეს გაიმართება.

ჟიურის წევრები აფასებენ ცხოველის ფიზიკურ მონაცემებს, მათ შორის აქლემის ყურებისა და ტუჩის მოყვანილობის სიზუსტეს. ამიტომ, ზოგიერთმა პატრონმა საკუთარი ცხოველის ხელოვნურად გალამაზება გადაწყვიტა.

"აქლემებს გაკეთებული ჰქონდათ ბოტოქსი ტუჩებზე, ცხვირსა და ყბებზეც კი", - წერს გამოცემა
"National"-ი.

"ბოტოქსის შემდეგ ცხოველის თავი, ცხვირი და ტუჩებიც  უფრო დიდი ჩანდა", - ამბობს ჟურნალისტთან საუბრისას
ემირატების ერთ-ერთი აქლემების მომშენებლის შვილი ალან ალ-მაზრუ.

Zooclub

წესებში მკაცრადაა მითითებული, რომ არ დაიშვება ცხოველი, რომელიც არის გაპარსული, შეღებილი (სხეულის ნებისმიერ ადგილზე) ან გარეგნობა შეცვლილი აქვს რაიმე კოსმეტიკური საშუალებებით.

ფესტივალზე შეამჩნიეს ვეტერინარი, რომელიც აქლემებს პლასტიკურ პროცედურებს უტარებდა. ექიმი ცოცხალ არსებებზე იყენებდა არა მარტო ბოტოქსს, არამედ  ყურებსაც უპატარავებდა.

Zooclub

აქლემების ფესტივალი მეორე წელია ტარდება და 28 დღის მანძილზე გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, სილამაზის კონკურსის გარდა, იმართება აქლემების შეჯიბრი და ამ ცხოველების რძის დეგუსტაცია. კონკურსის საპრიზო ფონდი 31 მილიონ დოლარს შეადგენს. 
აბა ამათა ყოლიათ აი...
ნეტა ჟიურის წევრებზე შემახედა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?