ესპანეთის პარლამენტმა კომპანიონ ცხოველებს ოფიციალურად მიანიჭა "ცოცხალი არსებების" და "დაცვის სუბიექტების" სტატუსი
ესპანეთის პარლამენტმა კომპანიონ ცხოველებს ოფიციალურად მიანიჭა "ცოცხალი არსებების" და "დაცვის სუბიექტების" სტატუსი
ესპანეთის პარლამენტის დეპუტატებმა, მორიგ პლენალურ სხდომაზე, კომპანიონ ცხოველთა კანონის ცვლილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. თუ ამ დრომდე "ადამიანის მეგობრები"  გათანაბრებულნი იყვნენ "ქონებასთან" - ავტომობილი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ამიერიდან ისინი უსულო საგნების სიიდან გამოყვეს.

ახალი კანონის თანახმად, კომპანიონი ცხოველები არიან "ცოცხალი არსებები" და "დაცვის სუბიექტები", თუმცა, არსებული გადაწყვეტილება მათ ადამიანთან არ ათანაბრებს.

კომპანიონი ცხოველი არ შეიძლება აღირიცხოს კრედიტის ან ვალის დაფარვის დროს, ხოლო ცოლ-ქმრის დაშორების შემთხვევაში, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვისთან დარჩება ოჯახის ბინადარი კატა ან ძაღლი, როგორც ეს ხდება ბავშვების შემთხვევაში. 
გათვალისწინებული იქნება ოჯახის ყველა წევრისა და ცხოველის ინტერესები, რომელთა შორისაც არის: ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,
შინაური ბინადრის მოვლის პირობები, ზრუნვის ვალდებულება.

კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ესპანეთი დადგა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი და პორტუგალია. ამ ქვეყნებმა რამდენიმე ხნით ადრე სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი მუხლების მოდიფიცირება მოახდინეს, რომელიც კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობას ეხება.

ესპანეთის პარლამენტში, ცხოველთა დაცვის მიმართულებით კანონში შეტანილი ცვლილებები, პარტია Ciudadanos-იმ წარადგინა, რომელთა ინიციატივითაც ინტერნეტ პორტალ Change.org-ზე, მოწოდებამ "ცხოველები უსულო საგნები არ არიან",  240 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?