დავით სერგეენკო - საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, რადგან იმუნიზაცია არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება დაავადებებისგან თავის დასაცავად
დავით სერგეენკო - საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, რადგან იმუნიზაცია არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება დაავადებებისგან თავის დასაცავად
საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში ვაქცინაციის საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება დაავადებებისგან თავის დასაცავად. სერგეენკომ მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მინდა ვთხოვო მედიას, რომ როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები იყოს ძალიან მოზომილი. არ მინდა მენტორულად აგიხსნათ, თუ როგორ შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ ერთ მაგალითს გეტყვით - როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო „წითელას“ აფეთქება, იყო არაიმუნიზირებული ფენა, რომელსაც 90-იან წლებში უნდა
გაეკეთებინა აცრა. მაშინ სახელმწიფომ გა
დაწყვიტა მასობრივი ვაქცინაცია, თუმცა, მხოლოდ ერთმა სიუჟეტმა, რომელიც გავიდა მაშინდელ მედიაში და რომელიც ემსახურებოდა იმუნიზაციის დისკრედიტაციას, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი. შედეგად მივიღეთ წითელას აფეთქება. როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვდა და მათგან 4 გარდაიცვალა. ასე რომ, იმუნიზაცია და ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთადერთი ქმედითი საშუალებაა გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური და იცავს დაავადებებისგან და ის ვაქცინები, რომელიც დღეს არის საქართველოში, არის მაღალი ხარისხის”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?