"ადგილი არ იყო!"- შვედეთის ზოოპარკმა 9 ლომის ბოკვრის მკვლელობა აღიარა
"ადგილი არ იყო!"- შვედეთის ზოოპარკმა 9 ლომის ბოკვრის მკვლელობა აღიარა
Boras Djurpark-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ ვერ შეძლეს ლომის ბოკვრების დაბინავება, ამიტომ მათი ევთანაზია გადაწყვიტეს.

შვეიცარიის პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბო ქელსონმა განაცხადა, რომ 2012 წელს მათ დააძინეს არანაკლებ 9 ჯანმრთელი ლომის ბოკვერი, რადგან ზოოპარკში მათი ადგილი ვერ მოიძებნა.

გამომცემლობა "The Independent"-ის ცნობით, ზოგჯერ ჯანმრთელ ცხოველებსაც უტარდებათ ევთანაზია, თუ ზოოპარკი მათ ვერ აბინავებს.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით მათ გაყიდვას ან სხვა ზოოპარკში დაბინავებას, მაგრამ სამწუხაროა, რომ არავინ დაგვთანხმდა. ამასთანავე, პრაიდში სასტიკი კონფლიქტი დაიწყო და იძულებულნი გავხდით, რამდენიმე მტაცებელი გამოგვერიცხა", -
ამბობს ზოოპარკის წარმომადგენელი.

შვედეთის ზოოპარკში დაბადებული 13 ბოკვერიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ ორი ნაშიერი
დარჩა ცოცხალი. როგორც დასწყისში აღვნიშნეთ, 9 ბოკვერს ჩაუტარდა ევთანაზია, ხოლო 2 ბუნებრივი მიზეზებით მოკვდა.

გეტებორგის (შვედეთი) ცხოველთა კვლევის სპეციალისტის ჰელენა პეტერსონის თქმით, ზოოპარკებში ჯანმრთელი ცხოველების ევთანაზიამ გააჩინა კითხვა: უნდა არსებობდეს თუ არა მსგავსი დაწესებულებები?

მან მოსახლეობას მოუწოდა დაფიქრდეს, თუ რა მიზეზითაა ზოოპარკი მნიშვნელოვანი და ღირს თუ არა იქ მყოფი ცხოველების ტანჯვის ფასად ამ დაწესებულების არსებობა.
კახა
თქვენი დედა ......, ცოტააა მსოფლიოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ......
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?