ახალი კანონით ბელგიაში ყველა კატას სტერილიზაციას გაუკეთებენ
ახალი კანონით ბელგიაში ყველა კატას სტერილიზაციას გაუკეთებენ
ასეთი გადაწყვეტილება ბელგიაში კატების რაოდენობის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია.

1 იანვრიდან ეს კანონი ბრიუსელში ძალაში შევიდა. რიგში ქვეყნის სხვა რაიონებია.

ყველა კატას აუცილებელი სტერილიზაცია ჩაუტარდება. ასეთი კანონი ბელგიის პარლამენტმა კატების პოპულაციის კონტროლის გამო მიიღო.

ამასთან, კასტრაცია/სტერილიზაცია ჩაუტარდება არა მარტო ქუჩის კატებს, არამედ - შინაურ კატებსაც.

ბელგიის ხელისუფლება ვერ უმკლავდება კატების პოპულაციის გაზრდას, კატების თავშესაფარი გადატვირთულია და სპეციალისტებს იქ ცხოველებისთვის რეგულარულად ევთანაზიის ჩატარება უწევთ.

აუცილებელი სტერილიზაციის შესახებ კანონი ძალაში დედაქალაქში უკვე 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა. დანარჩენ რეგიონებში კანონი ეტაპობრივად შევა. ზუსტი თარიღი
ჯერ უცნობია.

შინაური ცხოველების აუცილებელი სტერილიზაცია ცხოველთა დამცველთა ნაწილმა გააპროტესტა.

ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მომშენებლები
კასტრაცია/სტერილიზაციას არ გაუკეთებენ მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული ჯიშიანი კატებს.  
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?