მეცნიერები ცდილობენ ამუშავდეს კანონი, ​რომლის დახმარებითაც ცხოველთა უფლებები გათანაბრებული იქნება ადამიანის უფლებებთან
მეცნიერები ცდილობენ ამუშავდეს კანონი, ​რომლის დახმარებითაც ცხოველთა უფლებები გათანაბრებული იქნება ადამიანის უფლებებთან
პარადოქსული სიტუაცია, როდესაც თხას იგივე უფლებები შეიძლება ჰქონდეს, რაც ადამიანს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განხილვის საგნად იქცეს. 

დიახ, ეს გარდაუვალი იყო - თევზების გრძნობები შესაძლოა, კანონმა დაიცვას. ამ უჩვეულო სიახლის უკან ბრიტანელი მეცნიერები და პარლამენტარები დგანან. მასშტაბური კვლევის ფარგლებში, "კილიას" უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ცხოველები სხვადასხვა სახით ავლენენ ემოციების მთლიან სპექტრს - დაწყებული სიხარულით, დამთავრებული დარდით.

ყველაზე მგრძნობიარე არსება ცხენი აღმოჩნდა. სპეციალისტების აზრით, მას მთელი ემოციების კონა შეუძლია, გამოავლინოს, მათ შორის დარდი, სიხარული, შიში, გაბრაზება.

მკვლევარები ცხენს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე სოციალურ ცხოველს.
ახალ გარემოში ეს არსება ბევრად მარტივად ახდენს ადაპტირებას და განსაზღვრავს საფრთხის ხარისხს.

თუმცა, ყველაზე უჩვეულო
დასკვნა გააკეთეს ბიოლოგებმა. მათი განმარტებით, პიროვნული თვისებები თევზებსაც გააჩნიათ. მკვლევარები თვლიან, რომ პიროვნული თვისებები წყლის ბინადრების ზოგიერთ სახეობას მიგრაციის გზის გადალახვაში ეხმარება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი გადასახედია. მათი აზრით, თევზის, ცხენისა და ადამიანის უფლებების გათანაბრება მნიშვნელოვნად შეამცირებს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას.

ასევე იხილეთ:

იცოდით, რომ ჰოლანდიაში ქუჩაში მიტოვებული და უპატრონო შინაური ცხოველი არ არსებობს? აი, როგორ იმუშავა სახელმწიფომ ამისთვის

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სასჯელს ამკაცრებს

იტალიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ცირკში და მოძრავ შოუებში ცხოველების მონაწილეობა
rezo
კი მარა მერე ღორის მწვადი რო მოგინდებათ ან ხბოს ხორცის ჩაშუშული პატივცემულებო, ან ფრინველმა რა დააშავა ქათმის და ფრთოსნების უფლებები სადაა! ცხენის უგლებებზე რომ ლაპარაკობთ ღორმა, ძროხამ რა დააშავა?! კიდე ერთია მე მგონი რაც დრო გადის მეტად და მეტად უპირისპირდება ადამიანი ღმერთს და ბუნებას, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს სისულელე დააბრხვა ვიღაცამ ჰაიდა იდიოტებიც ხ არარაა უკვე ძნელი მოსაძებნი ვედრო მანეთადაა ჩვენ ირგვლივდა მიდი მოვდივარ. წერას ვყავართ ატანილი ესა და ეს მეტი არაფერი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?