მძღოლმა ტრამვაის დაძვრაზე უარი განაცხადა, რადგან ვაგონის ქვეშ კატა შეძვრა
მძღოლმა ტრამვაის დაძვრაზე უარი განაცხადა, რადგან ვაგონის ქვეშ კატა შეძვრა
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ლოძში (პოლონეთი) ტრამვაის მძღოლად მუშაობს, შემთხვევით შენიშნა, თუ როგორ შეძვრა ვაგონის ქვეშ კატა. სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, მან ტრანსპორტი არ დაძრა", - აცხადებს ადგილობრივი ტელეკომპანია "TVN24"-ი.

კატა ისე მოკალათდა სითბოში, რომ გამოსვლა არც უცდია.

"მგზავრები მეჩხუბებოდნენ. მათ ფსიქიკურად ავადმყოფი და დებილი მიწოდეს, თუმცა, ტრანსპორტის დაძვრა არც მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ კატას ზიანს მივაყენებდი", -ამბობს მიხეილ ლიუთერი. ტრამვაის ხაზზე მოძრაობა შეფერხდა იმ დრომდე, სანამ შემთხვევის ადგილზე მაშველები არ მივიდნენ. მათ ცხოველის გასათავისუფლებლად 80 წუთი დასჭირდათ.

Zooclub

სოციალურ ქსელში ამ ინციდენტს
არაერთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა, ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის პრეს-მდივანმა, სებასტიან გროხალამ განაცხადა, რომ ისინი მძღოლის გადაწყვეტილებას
სრულიად იზიარებენ.

ფონდ "არასასურველი და დავიწყებულის"  წარმომადგენლებმა, რომლებიც უპატრონო ცხოველების დახმარებით არიან დაკავებულნი, მადლობის ნიშნად ახალგაზრდა მემანქანეს თავიანთი საახალწლო პრემია გადასცეს.

მიხაილ ლათერი საკუთარ საქციელს შემდეგნაირად განმარტავს: "სიმართლე გითხრათ, კატები არ მიყვარს, რადგან სახლში ზაზუნა მყავს, თუმცა, ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ცხოველი სიცოცხლეს გამოვასალმოთ.

ასევე იხილეთ:

საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა

ავტობუსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დაინახა... მან მგზავრებს სთხოვა, ტრანსპორტი დაეტოვებინათ

რამდენიმე წამიც და ცხოველი სასიკვდილოდ განწირული იყო - მრბოლელმა გამარჯვებას ძაღლის გადარჩენა არჩია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?