მეთევზეებმა ძაღლთან ერთად, ნიანგების შიშით, რამდენიმე დღე მანქანის სახურავზე გაატარეს
მეთევზეებმა ძაღლთან ერთად, ნიანგების შიშით,  რამდენიმე დღე მანქანის სახურავზე გაატარეს
როდესაც მამაკაცები სათევზაოდ მიდიოდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ გზად საშიში თავგადასავალი ელოდებოდათ.

ავსტრალიაში ორი მამაკაცი ძაღლთან ერთად სათევზაოდ გაემგზავრა, თუმცა, დანიშნულების ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. მათი მანქანა ტალახში ჩაეფლო. 

აღმოჩნდა, რომ ისინი მოხვდნენ იმ ზონაში, სადაც მოქცევა ცხრა მეტრს აღწევს. შემთხვევის ადგილზე ბევრი ნიანგი ბინადრობს, ამიტომ მტაცებლებს მანქანამდე მისვლა მარტივად შეეძლოთ.

Zooclub

გამოუვალი მდგომარეობის გამო მეთევზეები იძულებულნი გახდნენ, ღამე მანქანის სახურავზე გაეტარებინათ. მამაკაცები ძაღლთან ერთად მანქანის სახურავზე 5 დღე იმყოფებოდნენ.

მეთევზეები მას შემდეგ იპოვეს, რაც ოჯახმა პოლიციაში მათი დაკარგვის შესახებ განაცხადა.

"ჩვენ მანქანა ვერტმფრენიდან
შევნიშნეთ. მათ აღარ ჰქონდათ საკვები, წყალი. ისინი გამოფიტულები და დაღლილები იყვნენ. ყოველივე ამას ემატებოდა მზისგან
მიღებული არაერთი დამწვრობა", - ამბობს ერთ-ერთი მაშველი.

Zooclub

საბედნიეროდ, მეთევზეები და მათი ძაღლი გადაარჩინეს. ისინი რამდენიმე დღე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?