გალის რაიონში უსახლკარო ძაღლების თოფით ხოცვა დაიწყეს
გალის რაიონში უსახლკარო ძაღლების თოფით ხოცვა დაიწყეს
აფხაზეთში, გალის რაიონში უსახლკარო ძაღლების თოფით ხოცვა დაიწყეს და ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არ არის.
საზოგადოება აღშფოთებულია, მაგრამ თავშესაფრის გახსნის ინიციატივით ჯერ არავინ გამოსულა.

უსახლკარო ძაღლების თოფით დახოცვის გადაწყვეტილება გალის რაიონში ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მიიღო. ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ამგვარად ისინი ქუჩებში ძაღლების ხროვებად სიარულის პრობლემას მოხსნიან, რაც ადამიანებს და შინაურ ცხოველს უქმნის საფრთხეს.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ადამიანები საუბრობენ, წერენ, რომ რაიონის ადმინისტრაციამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ადვილი და ბარბაროსული საშუალება აირჩია და რომ საკითხის გადაწყვეტა სხვანაირად შეიძლება, მაგალითად
- აუცილებელია ცხოველებისთვის თავშესაფრების გახსნა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ქონდა ასეთი გეგმა,
”თუმცა, მათი რეალიზაციისთვის საჭიროა დრო, ძაღლები კი სწორედ ახლა ესხმიან ადამიანებს და ჩვენ არაჰუმანური ზომების მიღება მოგვიწია”.

ძაღლების დახოცვა გალის რაიონში 18 ნოემბერს დაიწყეს.

უსახლკარო ცხოველების თავშესაფრების აშენების თაობაზე რაიმე საზოგადოებრივი ინიციატივით ჯერ არავინ გამოსულა.

წყარო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?