ლონდონში ეძებენ მანიაკს, რომელმაც 2 წლის მანძილზე 360 ცხოველზე მეტი დახოცა
ლონდონში ეძებენ მანიაკს, რომელმაც 2 წლის მანძილზე 360 ცხოველზე მეტი დახოცა
2015 წლის სექტემბრიდან ლონდონში კატების, მელიებისა და კურდღლების 360-ზე მეტი მკვლელობა მოხდა.
უმეტეს შემთხვევაში, ცხოველებს მოჭრილი ქონდათ კიდურები, რომლებსაც მკვლელობის ჩადენის შემდეგ სადისტი ცხოველების პატრონებს კარის ქვემოთ უტოვებდა.

სკოტლანდ-იარდი საქმეს უკვე 2 წლის მანძილზე იძიებს. ამ დრომდე არავინ დაკავებულა. თუმცა, დეტექტივმა, რომელსაც საქმე მიჰყავს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა რიცხვი 40-დან 3 ადამიანამდე შემცირდა.

გამოძიება 2015 წელს დაიწყო, როდესაც ცხოველების 8 მკვლელობა დარეგისტრირდა. 2016 წელს ეს რიცხვი 114-მდე გაიზარდა, ამ წელს 246 ცხოველი მოკლეს.

ლონდონის პოლიციაში შიშობენ, რომ ცხოველთა სერიული მკვლელი შეიძლება ადამიანებზე გადავიდეს.
უფროსი დეტექტივის, ენდი კოლლინზის თქმით, ცხოველთა მწამებლებსა და მანიაკებს შორის ხშირად კავშირი არსებობს.

”დამნაშავე ძალადობით რაღაც
სიამოვნებას იღებს. შეშფოთებას იწვევს ის, რომ მას მერე, რაც იგი ცხოველებს მოიბეზრებს, ადამიანებზე გადავა. განსაკუთრებით დაუცველები ქალები და ბავშვები არიან”.

ლონდონის ცხოველთა დაცვის ცენტრის თანადამაარსებელი ტონი ჯენკინსი უკვე ორი წელია, რაც პოლიციასთან თანამშრომლობს.
”დილით ვიღვიძებ, ვაჭმევ ცხოველებს, მერე მირეკავს ტელეფონი, ვჯდები მანქანაში და სადღაც მიყრუებულ ადგილას მივდივარ”.

თვითმხილველების თქმით, მოძალადე 40 წლამდე თეთრი მამაკაცია, მუქი თმით და სავარაუდოდ, იარებით სახეზე. მაგრამ პოლიცია არ გამორიცხავს ვერსიას, რომ მოქმედებს დამნაშავეთა დაჯგუფება.

”როგორც ჩანს, ეს არის ფსიქოპათი და მას სოციოპათიული გადახრები აქვს. ის ძალიან საშიში ადამიანია”, - ამბობს ტონი ჯენკინსი.

ანნამ სურეიდან ამ ზაფხულს დაკარგა თავისი კატებიდან ერთ-ერთი, რომელიც მეზობლის ბაღში აღმოაჩინეს.

”მე სულ ვტირი მის გამო. ყოველ საღამოს ვფიქრობ, რა დღეში აგდებს ის ვიღაც მანიაკი სხვა კატებს”.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ინფორმაციისთვის, რომლის გამოყენებითაც მკვლელს დაიჭერენ, ჯილდოდ 13 000 დოლარი გამოაცხადა. მოსახლეობას მოუწოდებენ არ გამოუშვან თავისი ცხოველები ქუჩებში უყურადღებოდ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?