ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაშლას დაუშვებლად მიიჩნევს
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაშლას დაუშვებლად მიიჩნევს
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაშლას დაუშვებლად მიიჩნევს.

როგორც WWF-ის კავკასიის ოფისის დირექტორის, გიორგი სანადირაძის განცხადებაშია ნათქვამი, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების ანალოგიური მცდელობისას არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ძალისხმევით მოხერხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტის, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შენარჩუნება.

WWF იმედოვნებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს გარემოს დაცვითი ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

„საქართველოს მთავრობის ახლახან გამოცხადებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ითვალისწინებს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის
სამინისტროს ფაქტობრივ დაშლას: დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ზოგადი გეგმით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს, ამასთან, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის კომპონენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში გადადის. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი მიიჩნევს ამ ნაბიჯს ბოლომდე დაუსაბუთებლად და ეჭვს გამოთქვამს, რომ ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის ასეთი ტრანსფორმაცია კეთილისმყოფლად წაადგება საქართველოს ბუნების დაცვის საქმეს. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების ანალოგიური ნაბიჯი (თუმცა დაშლის სქემა იმ დროს მეტ-ნაკლებად განსხვავებული იყო), რაც სრულიად წარუმატებლად დასრულდა; თუმცა მაშინაც, უმთავრესად არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ძალისხმევით, მოხერხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტის, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შენარჩუნება. იმ დროს აქტიურად მოვუწოდებდით მთავრობას, გარემოს დაცვის სტრუქტურაში ტყის კომპონენტიც დაეტოვებინა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი შეხედულებით, დღევანდელი სიტუაცია თითქმის იგივეა და ჩვენ კვლავ დაუშვებლად მივიჩნევთ ამ სამი კომპონენტის ეკონომიკის/განვითარების პროფილის მქონე ნებისმიერი სამინისტროსთვის გადაცემას - ინტერესთა აშკარა კონფლიქტის გამო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, ბოლო დროს მათ ეფექტურობას ტურისტების რაოდენობასთან აკავშირებენ, რაც მთლიანად თუ არა, დიდწილად მცდარი მიდგომაა; დაცული ტერიტორიების სისტემის უმთავრესი ფუნქცია ბიომრავალფეროვნების, ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა; ამასთან, დაცული ტერიტორიების სისტემა ის კარკასია, რაც მთელი ქვეყნის ბუნების მეტ-ნაკლებ სიმრთელეს უზრუნველყოფს და სწორედ განვითარების პროექტების საპირწონეა: ერთ მხარეს ინფრასტრუქტურული პროექტებია (რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის), ხოლო მეორე მხარეს - დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება-განვითარებაა (რაც აუცილებელია ბუნების მთლიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად). ტყესთან დაკავშირებით კი უპირველესად იმის შეხსენებაა აუცილებლები, რომ საქართველოს ტყეებს, რომელთა 90%-ზე მეტი მთის ფერდობებზეა განლაგებული და უმთავრესად დაცვითი ფუნქციები აკისრია (წყალმარეგულირებელი, მეწყერ- და ზვავსაწინააღმდეგო და მისთ.). შესაბამისად, ტყის სეგმენტის ადგილიც სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშია“, - ნათქვამია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის განცხადებაში.
krazana
ბორჯომის ტყეპარკი გადაბუგეთ და ეხლა დაიწყეთ ფიქრი გარემოს დაცვაზე?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?