ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ექსპერტები ადასტურებენ, რომ თბილისში ნაპოვნი ცხოველი ვიზუალურად მგელია
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ექსპერტები ადასტურებენ, რომ თბილისში ნაპოვნი ცხოველი ვიზუალურად მგელია
ექსპერტები ადასტურებენ, რომ თბილისში ნაპოვნი ცხოველი ვიზუალურად მგელია. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ფხალაძე აცხადებს.

”ექსპერტები, ვინც ცხოველი ნახა, ადასტურებენ, რომ ის ვიზუალურად, ქცევის თავისებურებებიდან გამომდინარე, არის მგელი, მათ შორის ამას ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც, რომელიც მგლების საკითხში ექსპერტია. მაგრამ კითხვის ნიშანი რომ მოიხსნას, ამას გენეტიკური კვლევა სჭირდება”, - განაცხადა თეიმურაზ ფხალაძემ.
თავის მხრივ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ თბილისში, გუშინ დაჭერილ ცხოველს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ექსპერტიზა დაადგენს, გუშინ დაჭერილი ცხოველი მგელია თუ არა“,
- განაცხადეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურში.

”112-ზე გუშინ შევიდა შეტყობინება, რომ ვიღაც ეძებდა
თავის მგელ-ძაღლას. თუ აღმოჩნდება, რომ დაჭერილი ცხოველი მისია და თან ის არის მგელი, მაშინ მოქალაქე მისი უკანონოდ დატყვევებისთვის დაჯარიმდება“, - განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში.

ასევე იხილეთ: ”თბილისში მგელი დაიჭირეს”





კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?