თბილისში მგელი დაიჭირეს
თბილისში მგელი დაიჭირეს
თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, შესაბამისი შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა.

„გუშინ, ღამის საათებში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ შემჩნეულ იქნა მგელი. სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილას და სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით მოახდინეს მგლის დაძინება (გაბრუება) და დაჭერა“, - განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მგელი იმყოფება მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მას შესაბამისი კვლევები და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა.

„მგელი დღესვე იქნება გაშვებული შესაბამის ბუნებრივ არეალში გარემოს დაცვის
წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?