იტალიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ცირკში და მოძრავ შოუებში ცხოველების მონაწილეობა
იტალიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ცირკში და მოძრავ შოუებში ცხოველების მონაწილეობა
იტალიის ხელისუფლებამ საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობა მთელ ტერიტორიაზე აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული გამოცემა "ექსპრესი". ეს ეხება უცხოურ დასებსაც, რომლებიც იტალიას ხშირად სტუმრობენ.

კანონის მიღების შემდეგ წარმოდგენებში მონაწილეობას მხოლოდ ადამიანები მიიღებენ.

იტალიაში დაახლოებით 100 საცირკო დასია და საშუალოდ 2 000-მდე ცხოველი იძულებულია არენაზე გამოვიდეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძირითადი აქცენტი გარეულ ცხოველებზე გააკეთა. წესი, თუ როგორ მოხდება ქვეყნის ტერიტორიაზე ეტაპობრივი აკრძალვა, ერთი წლის ვადაში დადგინდება მინისტრთა კაბინეტის მიერ.

ცხოველთა დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია Animal Defenders International (ADI)-ი მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს,
რომ ეს დიდი გარღვევაა.

Zooclub

"ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მოგზაურობის დროს, კვირიდან კვირამდე, ცხოველებისთვის გამოიყენება  სახელურებიანი პატარა
გალიები. ცირკს არ შეუძლია ცხოველისთვის შესაბამისი პირობების შექმნა",- ამბობს ADI-ის პრეზიდენტი იან სმიმერი.

ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვაზე მოლაპარაკებებს უელსი და შოტლანდიაც აწარმოებს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?