იაპონიის ზოოპარკში ბინადარი ფრინველი 10 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ
იაპონიის ზოოპარკში ბინადარი ფრინველი 10 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ
იაპონიის ზოოპარკის ხელმძღვანელობა, ბოლო დროს, დიდხანს ფიქრობდა შეეცვალათ თუ არა სახელი ვარხვისთვის, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ძველებურად დატოვეს.

კურიოზული შემთხვევა მოხდა იაპონიის პრეფექტურა ეჰიმეში, სადაც ვარხვი, რომელსაც მომვლელები 10 წლის განმავლობაში მამრად თვლიდნენ, მდედრი აღმოჩნდა.

გამოცემა "ასაჰის" ინფორმაციით, ორი ვარდისფერი ვარხვი - 15 წლის ვუდი და 12 წლის კუპერი - ერთ ვოლიერში 2006 წლიდან ცხოვრობენ. ისინი ერთმანეთისგან ზომით არ გამოირჩეოდნენ (როგორ წესი, ვარდისფერი მამრი ვარხვი მდედრზე ცოტა მოზრდილია), თუმცა, ურთიერთ ინტერესსაც არ გამოხატავდნენ. სწორედ ამიტომ ზოოპარკის თანამშრომლები თვლიდნენ, რომ ორივე ფრინველი მამრი
იყო.

წელს, "ფრინველის გრიპის" ეპიდემიის გამო, ვარხვები დახურულ შენობაში გადაიყვანეს. სწორედ იქ შეიცვალა მათი ქცევაც
- მომვლელებმა ფრინველები ერთმანეთთან ფლირტაობის დროს "გამოიჭირეს". მათ ვარხვების ფრთები შეაგროვეს და დნმ-ის შესამოწმებლად გაგზავნეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ვუდი სინამდვილეში მდედრი იყო.

ზოოპარკის ხელმძღვანელები თავიდან ფრინველისთვის სახელის შეცვლაზე ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, ძველი სახელი ვუდი დაეტოვებინათ.

ასევე იხილეთ:

კენიის ხელისუფლებამ ნაკრძალის დამთვალიერებლები ლომების ჰომოსექსუალიზაციაში დაადანაშაულა

ყველაზე ასაკოვან კუს და მის მეორე ნახევარს შთამომავლობა არ ეყოლათ, სპეციალისტებმა მიზეზი 26 წლის შემდეგ გაარკვიეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?