პალიასტომის ტბაში 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს
პალიასტომის ტბაში 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს
დღეს პალიასტომის ტბაში წნორის სატბორე მეურნეობიდან გადაყვანილი 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს. აქცია ასოციაცია ფლორა და ფაუნასა და კოლხეთის ეროვნული პარკის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები ერთ წელიწადში დაახლოებით 2-3 კილოგრამს მიაღწევენ. მათივე ინფორმაციით, აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულარიზაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პალიასტომზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში, კერძოდ, თევზების რესურსების მატების საქმეში და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური სახეობის კობრის მარაგისა
და პოპულარიზაციის აღდგენის საქმეში“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.

ღონისძიება კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის ფინანსური
მხარდაჭერით გაიმართა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?