ცერემონიალზე ამერიკულმა მხარემ, კინოლოგიური პროექტი K9-ს მეორე ეტაპის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კინოლოგიური სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.
”სწავლება ორ ეტაპად
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამა კინოლოგიური პროექტი K9-ს ფარგლებში განხორციელდა.
”აღნიშნული პროექტი 2013 წლიდან, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. პროექტის ფარგლებში, ოპერატიულ ჯგუფს პირველ ეტაპზე უკვე გადაეცა 10 სამომსახურეო ძაღლი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა.
პროექტი K9 მიზნად ისახავს ნარკოტიკების და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას”, - აცხადებენ შს სამინისტროში.