„სურსათის სააგენტო“ - ფაროსანას ჭამით ფრინველის ხორცს სუნი არ უჩნდება, თუმცა მითქმა-მოთქმის ასაცილებლად, სასურველია ინდაურმა და ქათამმა ის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე არ ჭამონ
„სურსათის სააგენტო“ - ფაროსანას ჭამით ფრინველის ხორცს სუნი არ უჩნდება, თუმცა მითქმა-მოთქმის ასაცილებლად, სასურველია ინდაურმა და ქათამმა ის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე არ ჭამონ
„სურსათის ეროვნული სააგენტო“ მოსახლეობას ურჩევს, რომ დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მსგავსი შემთხვევა, რომ ფაროსანას ჭამის შემდეგ სპეციფიკური სუნი ჰქონოდა დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს, არ ყოფილა. თუმცა, რაიმე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს საკითხმა, ფრინველმა დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე, სასურველია, არ ჭამოს ფაროსანა.

„ფრინველები მიირთმევენ მწერებს იმიტომ, რომ მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებსა და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი,
რომლებიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც
ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რაიმე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა უკეთესი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ინტერნეტში ვრცელდება მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსანებს ჭამენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ფრინველის ხორცს სპეციფიკური სუნი აქვს, ასევე შიშობს, რომ ხორცი შესაძლოა, მომწამვლელიც იყოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?