დედოფლისწყაროში წითელ ნუსხაში შეტანილი ბუხრინწას სახეობის ფრინველის დატყვევების ფაქტი გამოავლინეს
დედოფლისწყაროში წითელ ნუსხაში შეტანილი ბუხრინწას სახეობის ფრინველის დატყვევების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს რაიონში საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ფრინველის, კერძოდ ბუხრინწას სახეობის უკანონო დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დარღვევას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. იგი ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.

"გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დედოფლისწყაროში გამოვლენილი იქნა წითელ ნუსხაში შეტანილი ე.წ. ბუხრინწას სახეობის ბუს დატყვევების ფაქტი. სამართალდარღვევის
მიმართ ჩვენს მიერ გატარდა სათანადო ღონისძიებები, ხოლო ფრინველი სპეციალისტების რეკომენდაციით გაშვებულ იქნა ველურ გარემოში", –
აღნიშნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.



იხილეთ ვიდეო

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?