რა სამომავლო გეგმები აქვთ მერობის კანდიდატებს თბილისში, მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებით
რა სამომავლო გეგმები აქვთ მერობის კანდიდატებს თბილისში, მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებით
მოგეხსენებათ, 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებია. ამასთან დაკავშირებით, ზოოკლუბი დაინტერესდა, რას ფიქრობენ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების საკითხზე და გააჩნიათ თუ არა მათ რაიმე კონკრეტული გეგმა ამ სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სამწუხაროდ, ალეკო ელისაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა გაგზავნილ მოთხოვნაზე საერთოდ არ გვიპასუხეს.

ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა და მისთვის ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო მოუცლელობის გამო, ამ გეგმის ჩვენთვის მოწოდება ვეღარ მოხერხდა.

კახა კალაძე ამ საკითხის მოგვარებას მოსახლეობასთან, მედიასთან ერთ-ერთი საუბრისას
დაგვპირდა. 

„ქუჩის ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციის პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ
საკითხს. ცხოველებს ჩაუტარდებათ აცრები, ასევე, ხელს შევუწყობთ ცხოველთა თავშესაფრების და ზოგადად, ამ სფეროს თანამედროვე მიდგომებით განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა, მისი პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ეს თემა „პროგრამაში კონკრეტულად გაწერილი არაა".

ზოოკლუბი ყველა კანდიდატს მომავალ არჩევნებში წარმატებას უსურვებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს თემა ჩვენთვის აქტუალობას არასდროს კარგავს და თუ რომელიმე კანდიდატმა თავისი შეხედულებების ჩვენი მკითხველისთვის გაცნობა მოისურვა, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ არჩევნებამდე იქნება ეს, თუ მის შემდეგ.

ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
ნინო
სამწუხარო ისაა, რომ ხალხი ძირითად პრობლემაზე არ აკეთებს აქცენტს ძალადობაზე და გულგრილობაზე,ასევე მიაჩნია უმრავლესობას, რომ ამ ფორმების გამოვლინება ცხოველიების მიმართ მათ არ ეხება, გონს მოდით, პირდაპირ კავშირშია ჩვენთან! როგორ შეიძლება ასეთი პრიმიტიული მიდგომა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან, ოცდამეერთე საუკუნეში. სრცხვილი ჯერ ჩვენი და მერე მმართველების!
პატიკო
მოსალოდნელი იყო ასე მგონია მეც. ხალხი არ ადარდებთ და ცხოველები რა დროსია
Teimuraz Tsikoridze
ძალიან ცუდი და სამწუხაროა, რომ თბილისის, ასევე სხვა ქალაქების მერობის არც ერთ კანდიდატს თავიანთ წინასაარჩევნო დაწერილ პროგრამაში არ დაუფიქსირებია ცხოველების პოპულაციის მართვის ჰუმანური სტრატეგიის თავიანთი ხედვა. ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან საქართველოში ამ საკითხში არის მნიშვნელოვანი პრობლემები და განსაკუთრებით მასშტაბურია ცხოველებისადმი სისასტიკე, როგორც მოქალაქეების, ასევე მუნიციპალური სამსახურებიდან და ტენდერებში გამარჯვებული ძაღლმკვლელი ორგანიზაციების მხრიდან. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მე პირადად არ მაქვს იმის ილუზიები, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გადაიდგმება რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ მოგვიწევს ბრძოლა ცხოველების დაცვისათვის! არ მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ქვეყნის მასშაბით ცხოველებისადმი მიდგომა. სწორედ ამიტომ მე არც ერთ კანდიდატს არ ვაძლევ ხმას! თუ რომელიმე გამრჯვებული კანდიდატი თავისი მერობის პერიოდში ცხოველებისადმი შეცვლის გარემოს უკეთესობისაკენ, მერე მომავალ არჩევნებში დავუჭერ მხარს და მივცემ ხმას. ამ ეტაპზე კი "ბოდიში"!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?