ცხოველთა დაცვის 10-მა ორგანიზაციამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა „ქმედუუნაროდ” ცნო
ცხოველთა დაცვის 10-მა ორგანიზაციამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა „ქმედუუნაროდ” ცნო
ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ”ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად” ცნო.

ამის შესახებ ZooClub.ge-ს ცხოველთა დაცვის ფედერაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო, ცხოველთა დაცვის 10 ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 53 ცხოველთა მიმკედლებელი, შემფარებელი და დამცველი მოქალაქე აღნიშნული სააგენტოს ოფისთან 16 ოქტომბერს შეიკრიბა და ხელი მოაწერეს მიმართვას, რომლითაც მოითხოვეს თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან აღნიშნული სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელობის უმოკლეს ვადაში შეცვლა; ასევე,  ახალი ხელმძღვანელობის ერთობლივად
არჩევა, არჩევის წესში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ თბილისის მთავრობა ვალდებული გახდება სააგენტოს დირექტორი აირჩიოს
და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან შეთანხმებით.



გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?