Gucci-ის მოდის სახლმა ახალ კოლექციაში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა
Gucci-ის მოდის სახლმა ახალ კოლექციაში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა
Gucci-ის  მოდის სახლი შემდეგ წელს საკუთარ კოლექციაში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს. ეს ინფორმაცია კომპანიის პრეზიდენტმა მარკო ბიზარიმ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია თავს ვალდებულად თვლის, წვლილი შეიტანოს ეკოლოგიის განვითარებაში. მოდის აქტივისტები თვლიან, რომ  ეს მოდის სამყაროს წესების რადიკალური ცვლილების საფუძველი გახდება.

ვარაუდია, რომ  Gucci-ი აღარ გამოიყენებს წავის, მგლის, ენოტის, მელიის, კურდღლის და სხვა ცხოველის ბეწვს. არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი გაიზარდა სპეციალურ ფერმაში, თუ დაჭერილია ველურ ბუნებაში.

"კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ღირებული რამაა. Gucci-ის მოდის სახლი ეცდება, რაც შეიძლება მეტი სასარგებლო გააკეთოს გარემოსთვის
და ცხოველთა სამყაროსთვის," - ამბობს ბიზარი.

Gucci-ი გეგმავს დარჩენილი ბეწვის ნაწარმის აუქციონზე გაყიდვას, ხოლო შემოსული
თანხა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს გადაეცემათ.

ერთ-ერთი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის "Humane Society International"-ის პრეზიდენტმა, კიტი ბლოკმა Gucci-ის პრეზიდენტს "ჰუმანური გადაწყვეტილებისთვის" მადლობა გადაუხადა. აქტივისტის თქმით, Gucci-ის ახალი წესები დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიო მოდის სამყაროზე.

გარდა ამისა, მოდის სახლი უერთდება ნატურალური ბეწვის მოწინააღმდეგე აქტივისტებს. ესაა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც  ცხოველთა დაცვის მიმართულებით მუშაობს და მოდის ინდუსტრიას ხელს უწყობს გამოიყენონ ალტერნატიული ბეწვი.

ასევე იხილეთ:

ხორვატიაში ბეწვის გამო ფუმფულა ცხოველების სპეციალურ ფერმებში გამრავლება აიკრძალა

იაპონიაში ბეწვის უკანასკნელი ფერმა დახურეს

ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ბეწვის ფერმებს კრძალავს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?