აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ჩაისუბანში, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად სპეციალური პლატფორმა არის მოწყობილი, სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მიღწევებისა და გადამფრენი მტაცებელი ფრინველების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, მოხალისეები, ტურისტები, გიდები, ასევე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების, ტურისტულის სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს საშუალება მიეცათ, თავადაც დაკვირვებოდნენ გადამფრენ ფრინველებს.

„აჭარის ვიწრო საიმიგრაციო დერეფანში მილიონზე
მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს ყოველწლიურად, რის სანახავადაც რეგიონს მეცნიერები, ტურისტები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან
სტუმრობენ. მაგალითად, წელს ჯამში 25 ქვეყნიდან გვეწვია ტურისტები, მათ შორის ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, მზარდია ყოველწლიურად აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მიზნით ჩამოსული ადამიანების სტატისიტიკაც. მაგალითად, გასულ წელს, სოფელ სახალვაშოში არსებულ 20-ზე მეტ საოჯახო-სასტუმრო სახლში 1500-ზე მეტი ღამისთევა დაფიქსირდა. წელს კი ამ მონაცემების გაუმჯობესებას ველოდებით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წელს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა. დღეიდან სამი დღის განმავლობაში კი ფრინველებზე დაკვირვების კუთხით დაინტერესებული ადამიანებისთვის იგეგმება გასვლითი ექსკურსიები კოლხეთის ეროვნული პარკის, ჭოროხის დელტისა და სახალვაშო-ჩაისუბნის სათვალთვალო პლატფორმების მიმართულებით. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და გასვლით ექსკურსიებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში, ან საკონტაქტო ნომერზე +995 977 90 90 91.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენში აცხადებენ, ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაცია BRC-ის (Batumi Raptor Count) ეკუთვნის. მიმდინარე წელს, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 30 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენციით დაიხურება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?