მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ლაბრადორმა ფრიდამ 52 ადამიანი გადაარჩინა (+ვიდეო)
"მექსიკის მცხოვრებლები მადლიერნი არიან ლაბრადორ რეტრივერის ფრიდას გმირობით, რომელმაც მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობებიდან არაერთი ადამიანი გამოიყვანა", -  წერს გამოცემა "Metro"-ი.

ადგილობრივ ტელევიზიას არაერთხელ მოუმზადებია სიუჟეტი მაშველ ძაღლზე, რომელმაც შენობის ნანგრევებიდან ადამიანი ამოიყვანა. ბოლო კვირის განმავლობაში ფრიდამ შეძლო მექსიკის იმ ქალაქებში ჩასვლა, რომლებიც მიწისძვრამ გაანადგურა.

ოაჰაკაში (შტატი მექსიკაში) ფრიდამ რამდენიმე ათეული ადამიანი გადაარჩინა. 12 მათგანი დღემდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ძაღლის მწვრთნელის თქმით, ის ენერგიით სავსეა და იმ დრომდე დადგება საკუთარი თანამოქალაქეების გვერდით, სანამ ამის საჭიროება იქნება.

მექსიკაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შედეგად,
დღევანდელი არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 230 ადამიანი. ქვეყნის მთავრობამ სამ-დღიანი გლოვა გამოაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24 საათის
განმავლობაში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან ძაღლი ამოიყვანეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?