ბავშვები, რომლებსაც მეხი დაეცათ ძაღლის დახმარებით გადარჩნენ
ბავშვები, რომლებსაც მეხი დაეცათ ძაღლის დახმარებით გადარჩნენ
"როდესაც გოგონებმა მეხის დაცემისგან გონება დაკარგეს, ძაღლმა მათ დასახმარებლად ტყეში დაბანაკებულ ადამიანებს მიმართა", - წერს ”Daily Mirror”-ი.

იუტას შტატის (აშშ) მცხოვრებლები, 7 და 16 წლის გოგონები, მშობლებთან ერთად ტყეში, ბანაკში ისვენებდნენ.  ისინი ძაღლთან ერთად ბანაკის მოშორებით კვადროციკლით წავიდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვებს მეხი დაეცათ.

ძაღლი სასწრაფოდ დაბრუნდა ბანაკში და გაუჩერებელი ყეფა დაიწყო. ის გოგონების მშობლებს მდელოსკენ ექაჩებოდა. უფროსები ცხოველს გაჰყვნენ, რის შედეგადაც უგონოდ მყოფი ბავშვები აღმოაჩინეს.

დაზარალებულები კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 16 წლის გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, 7 წლის
ბავშვი კვლავ უგონო მდგომარეობაშია.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი გადაარჩინა

მამაკაცი ზღვაში იხრჩობოდა, მას 3 უპატრონო ძაღლი დაეხმარა

მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი ლაბრადორმა გადაარჩინა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?