სოჭში ჩასულ ტურისტებს "პანდა-ძაღლთან" ფოტოების გადაღებას სთავაზობენ (+ვიდეო)
"ფოტოგრაფმა ჩაუ-ჩაუს ლეკვი პანდას ფერებში შეღება და სოჭში ჩასულ ტურისტებს ეგზოტიკურ ცხოველთან ფოტოების გადაღებას სთავაზობდა", - წერს ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ გამოცემა. 

ფაქტით ადგილობრივი გარემოს დამცველები და რეგიონალური პროკურატურის წარმომადგენლები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ტურისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატარა ზომის პანდა და სხვა ცხოველები 40 გრადუს სიცხეში ფოტოგრაფს გამოყვანილი ჰყავს და გამვლელებს თანხის სანაცვლოდ მათთან ფოტოების გადაღებას სთავაზობს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ჩაუ-ჩაუს ჯიშის შეღებილი ლეკვი, არწივი, ვირი და ლომის ბოკვერი.

Zooclub
Zooclub


Zooclub
Zooclub
"ჩვენ ვამოწმებთ აქვს თუ არა ცხოველების მფლობელს შესაბამისი
დოკუმენტები, ასევე - აქვს თუ არა ადგილი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს", - განაცხადა ერთ-ერთმა
სამართალდამცველმა.
ბაჩო
მე კიდევ მაქვს ფოტო და როგორ დავდოო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?