რუსთავში მამაკაცმა პნევმატური იარაღით ერთი ლეკვი მოკლა და ერთი დაჭრა
რუსთავში მამაკაცმა პნევმატური იარაღით ერთი ლეკვი მოკლა და ერთი დაჭრა
რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. ბალანჩივაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა პნევმატური იარაღიდან გასროლით ერთი ლეკვი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ფაქტთან დაკავშირებით ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლებმა პოლიციასა და ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეატყობინეს და მამაკაცის კანონის ფარგლებში დასჯა მოითხოვეს.

ორგანიზაცია ”ცხოველთა მეგობრების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ბალანჩივაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციაში წუხელ გამოიკითხნენ თვითმხილველები, დილიდან კი ჩატარდა ძაღლის მიმკედლებელი პირის გამოკითხვა.

დაჭრილი ლეკვი ღამით მიიყვანეს ვეტერინართან და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შსს-ს განცხადებით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის
საქმე 259-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკი
მოპყრობის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

„რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე რ. მ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ. მ.-მ ქალაქ რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს - ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე“, - აცხადებენ უწყებაში.
ჯავახელი
ჯუნას და 123-ს თქვენ ქალაქებში რომ ხდება იმაზე ისაუბრეთ! რუსთავში მაინც ვააშკარავებთ და ვსჯით მაინცაა და თქვენს ქალაქებში (ან სოფლებში) დავიჯერო ყველა ანგელოზია და ცხოველებს არ ერციან? (რაღაც არამგონია) ასე რომ მიხედეთ თქვენს თავებს და სხვა ადგილებსაც, 1-2 გამოქლიავებულის გამო მთელ ქალაქზე იდიოტობა არ უნდა ილაპარაკოთ!!!
baCuki
პოლიციაში დარეკვა რა საჭირო იყო, იქვე უნდა ესწავლებიმათ ჭკუა.
giorgi
,,მაგარი ბიჭი" ტფუი . . . . . .
ane
იმ ლეკვების ცოდვით როგორ უნდა გაიხარო ველურო კაცო.
nia
ველური კაცი. უნდა დაისაჯოს,. ის მანიაკია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?